აბაშაში 200-მდე მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე დაირგო

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, ასევე მის მიმდებარედ და თავისუფლების ქუჩის გამწვანების ზოლზე, დაირგო 200-მდე ძირი მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე.
გამწვანების აქცია განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას ინიციატივითა და ორგანიზებით.
სუფთა და მწვანე გარემოს შექმნის მიზნით, მუნიციპალიტეტი აქტიურად აგრძელებს ქალაქის მწვანე საფარის გამდიდრებასა და მის მოვლა-პატრონობას.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content