დღეს , 18 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N3 სხდომა გაიმართა , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 18 ნოემბრის მორიგი N3 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ .
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დაწყების შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პასუხისმგებელი პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავა .
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შპს. ,,შანი“ ნანა შენგელიას სახელობის სამედიცინო ცენტრზე გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი ლევან მელაძე.





