აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
დასრულების ეტაპზეა დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის 1-ლი ჩიხის, დავით კაჭარავას მე-2 ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარესთან იასონ კიზირიასთან და მერის მოადგილესთან გიგა ჯვარელიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დავით კაჭარავას ქუჩისა და მისი ჩიხების რეაბილიტაცია ხორციელდება 3 500 მეტრზე, საერთო ღირებულებით 4 220 000 ლარი. სამუშაოები მოიცავს სანიაღვრე არხების მოწყობას, ეზოებში შესასვლელების, ტროტუარებისა და გარე განათების ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
აღნიშნული ტერიტორია ძლიერი ნალექის პერიოდში იტბორებოდა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად არსებული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content