რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2026 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პირველ ეტაპზე 4 457 505 ლარი გამოეყო.
გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რომელთა მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. დაგეგმილი სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და შექმნის უფრო კომფორტულ გარემოს მოსახლეობისთვის.
2026 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
სოფელ საგვაზაოს N5-N6 და სოფელ სუჯუნის N3 ქუჩების მოწყობის სამუშაოები.
ქალაქ აბაშაში, კვათანის უბანში, ტაძრის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები.
ქალაქი აბაშა, ნინოშვილის პირველი შესახვევი – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის და არხების მოწყობა
აბაშის მუნიციპალიტეტში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.
წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში N6 – N7 – N8 – N9 – N10 – N13 ქუჩების ასფალტო – ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ქალაქ აბაშაში ილიას ქუჩის დასაწყისში სკვერის მოწყობის სამუშაოები.
დასრულების ეტაპზეა დავით კაჭარავას ქუჩა; ამავე ქუჩის პირველი და მეორე ჩიხის რეაბილიტაცია, ტროტუარების, განათების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
