აბაშის საპატიო მოქალაქე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი პირველი ქართველი პარა ათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა ლიცენზიით მოიპოვა და პარალიმპიადაზე პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს.
ზამთრის პარალიმპიური თამაშები იტალიის ქალაქებში — მილანსა და კორტინაში, 6-15 მარტს გაიმართება.
ვულოცავთ ღირსეულ აბაშელს, თემურ დადიანს ამ დიდ წარმატებას და კვლავაც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე.
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
