აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, იასონ კიზირიასთან და მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. განიხილეს სოფლებში არსებული ის საჭიროებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში რეაგირებას მოითხოვს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის ,,სოფლის მხარდჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება 9 თებერვალს დასრულდა. საკონსულტაციო შეხვედრები კი 13 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება. მოსახლეობის ჩართულობით შერჩეული პროექტები ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საცხოვრებელი პირობების განვითარებას სოფლებში.
მერმა აღნიშნა, რომ 2026 წელს მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისა და კეთილდღეობისათვის მეტი უნდა გაკეთდეს, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მოუწოდა მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიურობისაკენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content