აბაშის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები მიმდინარეობს.
შეხვედრები დღეს, სუჯუნისა და ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის 500 000 ლარია გამოყოფილი.
თითოეულმა სოფელმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
შეხვედრები უკვე გაიმართა წყემისა და ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვალს დასრულდება.











