მოსახლეობის საყურადღებოდ!
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური წერილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი აბონენტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური“ შესაძლებელი იქნება გადაიხადოთ გადანაწილებით 5 წლის ვადით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამარტივებს ქსელზე მიერთების პროცესს.
