ბიუროს N6 სხდომა

26 თებერვალს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N6 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის,სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების,უნებართვო ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
2. აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მომხსენებელი აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაალ ნოდია.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავა.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა
9. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
10. ა(ა)იპ აბაშის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
11. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content