19 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში 2025 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
4. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ა(ა)იპ აბაშის კეთილმოწყობის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ზანას“ ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავა.


