25 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N4 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის მორიგი N4 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ალექსანდრე კაჭარავა.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
4. აბაშის, მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „რაგბის განვითარების კლუბი ჯიხა“ ერთობლივად დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი ნათია მელია.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2025 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ალექსანდრე კაჭარავა.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ინგა გუგუშვილი.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ნათელა იობაია.
9. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი შალვა დარცმელიძე.
10. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანი ბოკუჩავა.
11. ა(ა)იპ აბაშის კეთილმოწყობის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ა(ა)იპ აბაშის კეთილმოწყობის დირექტორი კონსტანტინე არველაძე.
12. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ზანას“ ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ზანას“ დირექტორი ვახტანგ გაბელაია.
13. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დირექტორი მადონა ქოიავა.
14. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.





