სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების უფროსს, დარეჯან ელიაძეს, დაწესებულების თანამშრომლებსა და საბავშვო ბაღების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მოადგილე, გიგა ჯვარელია.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების გზები.
აღსანიშნავია, რომ მუნციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა ოთხი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა – სუჯუნაში, ნაესაკოვოში, სამიქაოსა და კეთილარში.
ამასთან ერთად, სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის, ასევე მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღების შენობებს. განახლებული დაწესებულებები აღიჭურვება სრულიად ახალი ინვენტარით, რაც შექმნის აღსაზრდელებზე მორგებულ თანამედროვე გარემოს, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის.
ყურადღება გამახვილდა თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ თანამედროვე მიდგომების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლამდელი განათლების სისტემის გაძლიერებაში.
„მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტად რჩება თითოეული ბავშვისთვის კეთილმოწყობილი და თანამედროვე გარემოს შექმნა. ჩვენი მიზანია, საბავშვო ბაღი იყოს ადგილი, სადაც ბავშვს ექნება უსაფრთხო და ჯანსაღი სივრცე, ხოლო თითოეული თანამშრომელი იქნება დაფასებული“ – აღნიშნა მერმა და მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღების თითოეულ თანამშრომელს შრომისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content