7 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N14 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ფრაქცია ,,აბაშისათვის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ.
2 .,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .
3.აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
4.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოწმობის და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და აღწერილობის დამტკიცების შესახებ .
5.აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
6. „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის №10 განკარგულებაში ცვილების შეტანის თაობაზე.
7.„აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ .
9.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ .
მომხსენებელი გიორგი ქოიავა-ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
10. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება, თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი შალვა ჯღარკავა- საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
11. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ზაზა გუგუშვილი-სოციალურ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
შალვა ჯღარკავა-საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
12. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ
13 .აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
14. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ .
მომხსენებელი შალვა ჯღარკავა-საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
15. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.


