უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსსა და მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტ შიოს ვულოცავთ საქართველოს პატრიარქად არჩევას.
მეუფე შიოს მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობა გვაძლევს რწმენას, რომ მისი პატრიარქობა იქნება ერთიანობის, სიყვარულისა და თანადგომის განმტკიცების გზა.
ვუსურვებთ პატრიარქს ღვთის შეწევნას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი ეკლესია.
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
