14 მაისს, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N15 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოწმობის და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და აღწერილობის დამტკიცების შესახებ .
3. აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის №10 განკარგულებაში ცვილების შეტანის თაობაზე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება, თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი როინ კაჭარავა – აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.




