15 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N8 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15 მაისის მორიგი N8 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია -აბაშის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოწმობის და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და აღწერილობის დამტკიცების შესახებ .
3. აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-იურიდიულ ,სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის №10 განკარგულებაში ცვილების შეტანის თაობაზე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება, თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი ზვიად ბოხუა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი.







