ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და აბაშელებთან ერთად შეუერთდა.
მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა.









