ბიუროს N17 სხდომა

29 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N17 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1.აბაშის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი – იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
2.აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ.
მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ჯღარკავა.
3. .აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

Skip to content