29 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N19 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ .
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
9. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
10. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
11. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
12. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
13. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
14. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ ჯალაღონია
15. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ.






