6 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N21 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა.ა.ი.პ შშმ პირთა ორგანიზაციია ,,სიკეთის მაძიებელზე“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით,სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით,იჯარის ფორმით, სს. ,,სილქნეტზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
4.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი – ინფრასტრუქტურის , ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ ჯალაღონია.
7.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.



