6 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N11 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 6 ივლისის მორიგი N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.
2.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის, ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ნათელა იობაია.
3.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ინგა გუგუშვილი.
4 აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2026 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი შალვა დარცმელიძე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ ჯალაღონია.





