აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები – აბაშა 2026“ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა: მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და სპორტის პარალიმპიური სახეობა-,,ბოჩაში“. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ხვალ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, DJ გიგა პაპასკირი წარსდგება ელექტრონული მუსიკის მოყვარული ახალგაზრდების წინაშე.
ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი აბაშელი ახალგაზრდები, სტუდენტები და ქალაქის სტუმრები. მათ წინ საინტერესო და მრავალმხრივი პროგრამა ელოდებათ.
„ახალგაზრდული დღეები -2026“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ღონისძიების მიზანია აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.










