სტუდენტობას გილოცავთ აბაშის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს და სრულიად საქართველოს ყველა სტუდენტს!
სტუდენტობა მხოლოდ ახალი საგანმანათლებლო ეტაპის დაწყება არ არის, ეს არის პროფესიული მიზნების ჩამოყალიბების, ახალი გამოცდილებების მიღების, შესაძლებლობების აღმოჩენის დრო.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ცოდნასა და შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად გამოიყენებთ. განათლებული, აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდობა ქვეყნის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია.
გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას და საინტერესო სტუდენტურ წლებს!
თქვენი წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი ქვეყნის წარმატებაა!
გიგა გაბელაია
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი