ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა

26 აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

2.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,სილქნეტზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

3.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.

Skip to content