27 აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი N27 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით ,ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2.აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,სილქნეტზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ.
მომხსენებელი- საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი პაპასკირი.
4. .აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი-ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2026 წლის მეორე კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ .
მომხსენებელი- იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
6.აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალური, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.



