8 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N31 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით,იჯარის ფორმით, ს.ს. ,,ლიბერთი ბანკზე“ გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავა.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.



