საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის ქუჩის პირველ შესახვევში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობასა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Skip to content