მერიის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მერიის ვებგვერდის პრეზენტაცია გამართეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „საზოგადოებაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქ. ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში შემუშავდა.

შეხვედრას მერიის სამსახურებისა წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პროექტს, „საზოგადოებაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქ. ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ფოთის მერია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსთან და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან პარტნიორობით.

 

 

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content