პირველი სხდომის გაგრძელება.

23 დეკემბერს მერვე მოწვევის აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა(3 დეკემბრის სხდომის გაგრძელება) გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან მაკალათია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პროკოფი ნიკურაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
მომხენებელი ლევან მაკალათია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
საკრებულოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები:
იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე-ტატიანა ხოშტარია.
ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე-გია კუცია.
სოციალური,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე-კონსტანტინე კუჭუხიძე.
აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე-გია მიგინეიშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content