იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა

27 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების , თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა )უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
6.. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის , ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

8. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
9. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის #20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

10. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

11. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების ,ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

12. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content