პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

✅პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
🎄 აბაშის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს გაიმართება.
15:00 – 20:00 – საახალწლო ქარავანი. საშობაო ბაზრობა;
15:00-18:00 – თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები;
15:15-17:00 – ადგილობრივი შემსრულებლები;
17:00-18:00 – თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს და გადაიღებს ფოტოებს ბავშვებთან;
18:00-20:00- დათო არჩვაძე, აჩიკო ნიჟარაძე და და Goofy Land-ის კონცერტი;
20:00 – ფოიერვერკი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content