უამინდობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

აბაშის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემები ამ დროისათვის აღმოფხვრილია.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები.
განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებში ჩართული იყო და ამ წუთებამდე მუშაობს ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის ტექნიკა.
თოვლის საფარისგან გაიწმინდა სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.
ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენილია. მიმდინარეობს მუშაობა და ელექტრონერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება დარჩენილ სოფლებში.
ამ ეტაპზე ქუჩები მთლიანად გაწმენდილია და გზებზე გადაადგილება უსაფრთხოა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content