საახალწლო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საახალწლო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, წიგნები, ნახატები, მისალოცი ბარათები, საახალწლო მორთულობები.
საქველმოქმედო გამოფენის პარალელურად, ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარეობდა სამაგიდო თამაშები.
შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ აბაშელი ახალგაზრდები: სოფიო ქორჩილავა და გიგი კუცია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content