ხვალ, 28 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება

აბაშის მუნიციპალიტეტში ხვალ, 28 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება. ამ წუთებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და საკრებულოს წევრთან, როინ კაჭარავასთან ერთად გაეცნო.
აბაშელებს საახალწლო დღეებში მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ.
28 დეკემბერი. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი.
15:00 – 20:00 – საახალწლო ქარავანი. საშობაო ბაზრობა;
15:00-18:00 – თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები;
15:15-17:30 – ადგილობრივი შემსრულებლები;
17:00-18:00 – თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს და გადაიღებს ფოტოებს ბავშვებთან;
აინთება საახალწლო ნაძვის ხე.
18:00-20:00- დათო არჩვაძე, აჩიკო ნიჟარაძე და და Goofy Land-ის კონცერტი;
20:00 – საღამო ფოიერვერკით დასრულდება.
30 დეკემბერი. 16:00-17:00 – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წინასაახალწლო კონცერტი ჩატარდება. ღონისძიებას წაიყვანს თოვლის ბაბუა და ფიფქია. ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირები იზრუნებენ პატარების განწყობაზე. თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს.

31 დეკემბერი. 14:00-15:00 – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. საახალწლო კონცერტში მონაწილეობენ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ხელოვნების სკოლის ანსამბლები და ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content