მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, მამუკა თელიასთან ერთად მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება, პატივისცემა და სიყვარული სჭირდებათ ჩვენგან, ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, ჯანმრთელობას, სიხარულს, დღეგრძელობას ვუსურვებ, ფეხბედნიერი ყოფილიყოს მათთვის ახალი წელი“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
საახალწლო ნობათი მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს 48 ბენეფიციარს გადაეცა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content