საახალწლო კონცერტი გაიმართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები.
თოვლის ბაბუა, ფიფქია და ზღაპრების გმირები ზრუნავდნენ პატარების განწყობაზე. ზეიმის დასასრულს თოვლის ბაბუამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.
კონცერტი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაცია.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content