საკრებულოს N2 სხდომა.

25 თებერვალს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით,იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით,სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით,იჯარის ფორმით,სს,,სილქნეტი“-ზე გადაცემის თაობაზე,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი დათო თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ქონების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებელის განყოფილების უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ზვიადი ცომაია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გიორგი თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content