აბაშის მუნიციპალიტეტის მერი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

აბაშის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.
„ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დაინფიცირების საფრთხე. გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
აბაშის მუნიციპალიტეტში, რეგისტრაციის გარეშე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით სინოვაკით, სინოფარმითა და ფაიზერით იმუნიზაცია შესაძლებელია საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“.
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული 200 ლარიანი დანამატის შემდეგ, მუნიციპალიტეტში 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content