სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ლაშა კუცია წარუდგინეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მერის წარმომადგენელი, ლაშა კუცია წარუდგინა. ასევე მერმა ადმინისტრაციული შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„სუჯუნა ერთ-ერთი გამორჩეული ადმინისტრაციული ერთეულია ჩვენს მუნიციპალიტეტში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ცნობილი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას სახლი, სინაგოგა განსაკუთრებულ ღირებულებებს მატებს სოფელს.
ამ სოფელში სხვადასხვა პროგრამით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რომელსაც ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ. დარწმუნებული ვარ, ლაშა კუცია თავის ცოდნას და გამოცდილებას სოფლის კიდევ უფრო წინსვლას და გაძლიერებას მოახმარს. ჩვენთვის უმთავრესია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის ზრუნვა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, “_აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
მერმა მადლობა გადაუხადა სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის ყოფილ წარმომადგენელს, მამია კუციას გაწეული საქმიანობისათვის.
ლაშა კუცია 1975 წელს დაიბადა სოფელ ეწერში, 1992 წელს დაამთავრა აბაშის N1 სკოლა-გიმნაზია, 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში. 2000 წლიდან მუშაობდა შსს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content