უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა.
აბაშის მუნიციპალიტეტიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებები გაიგზავნა, ასევე არამალფუჭებადი პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან ერთად ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო სექტორი.
უკრაინაში გასაგზავნად მეორე ეტაპისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარულმა ტვირთმა ფოთში მოიყარა თავი და საქართველოს ფოსტის დახმარებით უკრაინაში ჩავა.
პრემიერის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content