კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 129-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

დღეს ქართველი მწერლის,საზოგადო მოღვაწის,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის,შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის,კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ,საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო ეროვნულ გმირთა,ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 129-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დიდოსტატის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ,მუნიციპალიტეტის მერმა გიგია გაბელაიამ,რესურსცენტრის უფროსმა მერაბ მიგინეიშვილმა.
სენაკის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანის „(რეჟისორი ვეფხია გორგოძე) მიერ წარმოდგენილ იქნა თეატრალური იმპროვიზაცია ,,კონსტანტინე გამსახურდიას გახსენება,შესრულდა მეგრული ფოლკლორული სიმღერები ასევე აფხაზური სიმღერა ,,შარათინი“ ღონისძიებაში მონაწილეობდა სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ჰარირა“.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content