შეხვედრა იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებთან.

19 მაისს კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურმა პროექტის ,,პარალეგალების“ პრეზენტაცია გამართა.
სამსახურის უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სერვისების შესახებ, ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე.
სამეგრელო იქნება პირველი რეგიონი, სადაც პროექტი ,,პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს ,რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან. ისინი იურიდიული სამსახურის დახმარებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებლივ საკითხებში და შეძლებენ დახმარება გაუწიონ დაინტერესებულ პირებს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს წევრები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content