დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
დირექტორებთან ერთად საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. მერი გაეცნო ინფრასტრუქტურის კუთხით თითოეული სკოლის საჭიროებას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ეს კი დასტურია იმისა, რომ ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სასკოლო გარემო კი პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. სარემონტო სამუშაოები პირველ რიგში იმ სკოლებს ჩაუტარდება, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი კიზირია.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content