აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 3 კილომეტრამდე გზა. მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და გზაზე არსებული ხიდე-ბოგირები.
აღნიშნულ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი არასოდეს ყოფილა, რაც მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 582 362 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ახორციელებს სს „არქეოპოლისი“.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content