ბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

სამედიცინო აქციაში ჩართული იყვნენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის წამყვანი ექიმები.

მოქალაქეებს ემსახურებოდნენ პროფესორები, სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგები, კარდიოლოგები, ნევროლოგები, უროლოგები, ენდოკრინოლოგები, ნეიროქირურგები, ტრავმატოლოგი-ორთოპედი, ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, ექოსკოპისტი, ინფექციონისტი, მამოლოგი.

აქცია აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას მხარდაჭერით, საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანის“ ხელმძღვანელის, საკრებულოს წევრის, ნანა შენგელიასა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის გენერალური დირექტორის, თსსუ კლინიკური პროფესორის, კახა ნურალიძის ორგანიზებით გაიმართა

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content