აბაშის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე კაპანელის ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის პირველი და მესამე შესახვევების ასფალტო ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე კაპანელის ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის პირველი და მესამე შესახვევების ასფალტო ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს ასფალტო ბეტონის საფარის მეორე ფენა დაიგო კონსტანტინე კაპანელის ქუჩასა და გამსახურდიას ქუჩის პირველ და მესამე შესახვევებში. გზა, რომელიც არასოდეს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყო ხიდ-ბოგირებით და წყალსაწრეტი არხებით.
პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება 15 კმ-მდე გზას.
ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე და ძვ. აბაშაში მერვე ქუჩაზე ჩიხებით.
სოფ. ნორიოში მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან და სოფ. მარანში საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გზა რკინა-ბეტონის საფარით მოეწყო.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ს.ს. „არქეოპოლისი“

.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content