აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, სოფელ გულეიკარის დაწყებითი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გულეიკარის დაწყებითი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
გულეიკარის დაწყებითი სკოლის შენობა ავარიულია, რის გამოც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობს.
„განათლებულ თაობას შესწევს უნარი, სოფელი ძლიერად და ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ აქციოს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 სკოლა სრულ, ხოლო 500 ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს. სასკოლო გარემო ხომ პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სოფლის ახალგაზრდებმა ისწავლონ უსაფრთხო, მშვიდობიან და პოზიტიურ გარემოში, ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა“, -აღნიშნა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლისთვის აქტუალურ საკითხებსა და ძირითად გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახალგაზრდების სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბაქარ შელია.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content