ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

8 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირი კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ცისმარა ცომაიასათვის, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 აპრილის #24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს ,,ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“-ზე გადაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content