ბიუროს N15 სხდომა.

27 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N15 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. პეტიცია-აბაშაში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან დაკავშირებით
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ახალი შემადგენლობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content