რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო

აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირის წევრის, უკრაინის სახალხო პოეტის, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლატვიაში 2006-2010 წლებში, შოთა რუსთაველის პრემიისა და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატის, სამი სხვადასხვა ქვეყნის ორდენის კავალერის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რაულ ჩილაჩავას პოეზიის თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყველასათვის საყვარელი პოეტები: ბათუ დანელია და ვასილ ბესელია.
აბაშელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საყვარელი პოეტისათვის, რომელმაც საკუთარი ლექსები წაუკითხა მსმენელებს, ისაუბრა კონსტანტინე გამსახურდიასა და სიმონ ჩიქოვანის შესახებ.
გამომსვლელებმა რაულ ჩილაჩავას პოეზიის, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები პოეტის შემოქმედებიდან.
ღონისძიებაში კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, პატარა დეკლამატორები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content